სოფო ვერძეული - საპროკურორო საბჭოში იუსტიციის მინისტრისა და დეპუტატების მონაწილეობის საჭიროებას ვერ ვხედავთ

პირველი გამოწვევა პროკურატურის სისტემისთვის არის საზოგადოების ნდობის საკითხი. ბევრი საქმისა და მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნდობა არის საკმაოდ დაბალი,- ამის შესახებ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელმა, სოფო ვერძეულმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" პარლამენტში გააგზავნა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებების შემდგომ, პროკურატურის სისტემის რეფორმირებას ეხება. ვერძეულის განმარტებით, მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში, რეკომენდაციის სახით საუბარია იმაზე, რომ საპროკურორო საბჭო პოლიტიკური მონაწილობისგან დაცული უნდა იყოს.

"ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ფარავს სამ ძირითად საკითხს, ეს არის: მთავარი პროკურორის შერჩევა-დანიშვნის სისტემის რეფორმა; საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები; საპარლამენტო ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება პროკურატურის სისტემასთან დაკავშირებით. ბოლო კონსტიტუციურმა რეფორმამ ფუნდამენტურად შეცვალა პროკურატურის ადგილი და სტატუსი, რასაც შესაბამისი ცვლილების ასახვა სჭირდება კანონმდებლობაში იმისთვის, რომ მივიღოთ დეპოლიტიზირებული ინსტიტუცია, რომელიც პოლიტიკური გავლენებისგან იქნება დაცული. ვფიქრობთ, რომ ამას ყველაზე მეტად განაპირობებს ცვლილებები საპროკურორო საბჭოში. დღეს, საპროკურორო საბჭო კომპლექტდება იმგვარად, რომ საკმაოდ მაღალია პოლიტიკური წარმომადგენლობა საბჭოს შემადგენლობაში. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ეხება სწორედ იმას, რომ საპროკურორო საბჭო, რომელიც უნდა გახდეს პროკურატურის სისტემის მართვის ცენტრალური რგოლი, იყოს დაცული პოლიტიკური მონაწილეობისგან. იუსტიციის მინისტრისა და დეპუტატების მონაწილეობის საჭიროებას ჩვენ ვერ ვხედავთ საპროკურორო საბჭოში",- განაცხადა სოფო ვერძეულმა.

მისი განმარტებით, დღეისათვის საკმაოდ ლეგიტიმურად ჩნდება კითხვები პროკურატურის საქმიანობისა და დეპოლიტიზირების ნაწილთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ გამოწვევას უნდა უპასუხოს ყველა რეფორმამ, რომელიც ამ მხრივ გატარდება.

ამ წუთებში, სასტუმრო "რუმსში" „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" მრგვალ მაგიდას მართავს თემაზე : "პროკურატურის რეფორმა საკონსტიტუციო ცვლილებების შუქზე".

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია