პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს და ცილისწამებისთვის მისგან 25 000 ლარის გადახდას მოითხოვს

საოპერო მომღერალის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატი საჯარო ცილისწამებისთვის კობა დავითაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.

როგორც ბურჭულაძის ადვოკატი აცხადებს, კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც პაატა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანაში“ საქველმოქმედო მიზნებით შესული თანხების მოპარვაში საჯაროდ დასდო ბრალი, ცილისწამება და „ბინძური პიარკამპანიის“ ნაწილია.

„აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადებები ნაწილია იმ ბინძური პიარკამპანიისა, რომელიც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ და მიმართულია მისი, როგორც საყოველთაოდ ცნობილი არტისტისა და საჯარო პირის დისკრედიტაციისაკენ.

პაატა ბურჭულაძე სასამართლოს მიმართავს თავისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად და მოითხოვს, სასამართლომ დაავალოს კობა დავითაშვილს მის მიერ საჯაროდ გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა და დააკისროს მას მორალური ზიანის ანაზღაურება 25 000 ლარის ოდენობით, რასაც მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბანი საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ გადარიცხავს“, - ნათქვამია ადვოკატ მარიამ ჩიქოვანის განცხადებაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით დღეს 15:00 საათზე მიმართავს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს