ირაკლი ლექვინაძე - კონსულტაცია გვქონდა კომპანია „ომეგასთან“ და მზად ვართ, ამ დავალიანების დროში ოპტიმალურად გაწერის ნაწილში ვიშუამდგომლოთ

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ჩანაწერების ავთენტურობა უნდა გაირკვეს, რადგან მოცემულ სიტუაციაში მეტი სიცხადეა საჭირო.

მისივე თქმით, კომპანია "ომეგას" სახელმწიფოს მიმართ გარკვეული ვალდებულებები აქვს.

"მნიშვნელოვანია, გაირკვეს რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერები, მეორე მხარის განცხადებით, ეს იყო საქმიანი ბიზნესშეხვედრა და ალბათ, უფრო მეტი სიცხადეა საჭირო, როცა ამ ტიპის ჩანაწერები ვრცელდება. ზოგადად, როცა საუბარი მიდის საქმიან ბიზნესმოლაპარაკებებზე, ცოტა არაეთიკურია, როცა ამგვარი შეხვედრის ჩაწერა ხდება და შემდეგ მისი გასაჯაროება, რადგან ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში ბევრი დელიკატური და სენსიტიური საკითხია, სადაც ცალკეული პიროვნებები, რეალურად ან არარეალურად იქნენ დასახელებულები. ზოგადად კი, „ომეგა ჯგუფის“ დაკავშირება ტელეკომპანია „იბერიასთან“ და ტელევიზიის გამოყენება იმ კუთხით, რომ კომპანია „ომეგას“ გააჩნია გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მის მიერვე არის დეკლარირებული, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, ნებისმიერი საგადასახადო ვალდებულება უნდა იყოს შესრულებული. ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე კონსულტაცია კომპანია „ომეგასთან“ და მზად ვართ, რომ ვიშუამდგომლოთ ამ დავალიანების დროში ოპტიმალურად გაწერის ნაწილში, ამის შესახებ რეკომენდაციაც გვაქვს გაცემული, მაგრამ ის რაც ხდება კომპანიის მხრიდან ტელევიზიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, ვფიქრობ, ეს არის არაკორექტული", - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს