წლის ბოლოდან მესტიას წყლის გამწმენდი ნაგებობა ექნება

ტურისტულ ზონებში წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სამუშაოები აქტიურად გრძელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მესტიაში მიმდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა და მოადგილე, ირაკლი ურუშაძე ადგილზე გაეცნენ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ობიექტი მესტიაში მცხოვრებ 3000-მდე ადამიანსა და იქ ჩასულ ტურისტებს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.

ამასთან, პროექტის ფარგლებში აშენდა რეზერვუარები და წყლის მაგისტრალური მილსადენი. ამ დროისთვის, სამუშაოების 90% შესრულებულია.

სამინისტროს ინფორმაციით, საკურორტო ზონაში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

სამუშაოები აზიის განვითარების ბაკმა 21 956 496 ლარით დააფინანსა. პროექტის ფარგლებში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს