კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები - 2018

2018 წლის 26 სექტემბერს, „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ ორგანიზატორობით თბილისი უმანსპინძლებს კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენციას „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები - 2018“.

კონფერენციის მიზანია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სფეროში ახალი მიმართულებების, ტექნიკური და იურიდიული საკითხების, ტექნოლოგიების და მედია ინდუსტრიის განვითარების ტენდენციების განხილვა, სხვადასხვა კვლევების გაცნობა, აქტუალური პრობლემატური საკითხების გაანალიზება და შეფასება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის დეპუტატები, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები, საქპატენტი, საკაბელო ოპერატორები, მედია ორგანიზაციები, დარგის სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან, პროფესიული გაერთიანებები და ასოციაციები, აპარატურის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებს 17 ქვეყანა.

კონფერენციაზე განიხილება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა:

- ურთიერთობა ტრანზიტორ კომპანიებსა და ადგილობრივ ტელეარხებს შორის. Must Carry და Must Offer-თან დაკავშირებული საკითხები. განხილული იქნება ევროპული ქვეყნების გამოცდილება და საქართველოს მაგალითი.

დარგის წამყვანი ექსპერტები წარმოადგენენ DTH, IP, OTT და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივებს და შეაფასებენ არსებულ მდგომარეობას. დამსწრე საზოგადოება ასევე გაეცნობა მედია ინდუსტრიის განვითარების ტენდენციებს ევროპასა და საქართველოში. ასევე საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების და ინტერნეტ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ინტერნეტში არალეგალური კონტენტის გავცელების პრობლემებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

კონფერენციის მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური საშუალება გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. ასევე ყველა მონაწილეს საშუალება ექნება ჩაერთოს დისკუსიაში, წარმოადგინოს თავისი ხედვები განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, დასვან კითხვები და მიიღონ რჩევები პროფესიონალებისგან. კონფრენციის ფარგლეში წარმოდგენილი იქნება კონტენ-შოუ.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.conference.cable-tv.ge

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს