ზუგდიდის მერის მოვალეობას მაიზერ ნანავა შეასრულებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას ყოფილი მერის მეორე მოადგილე მაიზერ ნანავა შეასრულებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, გადადგომის შესახებ ლაშა გოგიას განცხადება მერიაში დღეს დარეგისტრირდა.

„რეგისტრაციის მეორე დღიდან უწყდება მერს უფლებამოსილება. შესაბამისად, ხვალიდან შეუდგება მაიზერ ნანავა მოვალეობის შესრულებას", - აღნიშნეს პრესსამსახურში.

ლაშა გოგიამ მერის თანამდებობა დატოვა, თუმცა „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ რჩება.

ზუგდიდის მერის არჩევნები კი 2019 წლის მაისში გაიმართება.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს