ავტომანქანის მართვისას მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენა ადგილზევე იქნება შესაძლებელი

ავტომანქანის მართვისას მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენა ადგილზევე იქნება შესაძლებელი და შესაბამისი შემოწმების გასავლელად მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ იქნება.

აღნიშნული საკითხი ერთ-ერთია, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მუშაობს.

კერძოდ, საუბარია საქართველოში სპეციალური ტესტის შემოტანაზე, რომელიც ვიზუალურად დაახლოებით, ალკოტესტის მსგავსია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ.

არაოფიციალური ინფორმაციით, პირის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დამდგენი ტესტების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით ქართული მხარე მოლაპარაკებებს გერმანიასთან აწარმოებს.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, შსს მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელსაც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. ცვლილებებით საზოგადოებრივ სივრცეში მარიხუანას მოხმარება მკაცრად რეგულირებადი ხდება, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარება დაისჯება, მისი ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვაზე კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია