საქართველოს მობილურ ბაზარზე ამერიკული ბრენდი Energizer შემოვიდა

ამერიკული ბრენდი ენერჯაიზერი 1896 წელს დაარსდა და მსოფლიო ლიდერია ბატარეების და ენერგიის წყაროების ინდუსტრიაში. 2015 წელს კომპანიამ სმარტფონების და მობილური ტელეფონების წარმოება დაიწყო. კომპანიამ აქცენტი გააკეთა ხარისხსა და ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობაზე, რის მისაღწევადაც ამ სფეროში მოპოვებული რამდენიმე ასეულ უნიკალურ პატენტს იყენებს.

მსოფლიო ბაზარზე კომპანია მობილური ტელეფონების სამი ხაზით არის წარმოდგენილი: Energy - სტანდარტული მობილური ტელეფონები და სმარტფონები

Energy Plus - მობილური ტელეფონები და სმარტფონები მძლავრი ელემენტით.

Hardcase - წყალგაუმტარი და დარტყმაგამძლე მობილური ტელეფონები და სმარტფონები.

InterPressNews.Geენერჯაიზერი საკუთარ სმარტფონებში მეტწილად Sony-ს კამერებს იყენებს, რაც გადაღების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. კომპანიის მარკეტინგის ოფისი ამერიკაში, დიზაინ სტუდია კი საფრანგეთში, ქალაქ მარსელშია განლაგებული. საქართველო მსოფლიოს რიგით 35-ე ქვეყანა გახდა, სადაც მომხმარებელი ოფიციალურად შეძლებს Energizer-ის ბრენდის სმარტფონებისა და აქსესუარების შეძენას.

პირველ ეტაპზე გაყიდვაშია სამი მოდელი:

InterPressNews.GeEnergizer H240S - დარტყმაგამძლე და წყალგაუმტარი ღილაკებიანი 4G სმარტფონი ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე (399 ლარი)

Energizer E400 LTE - დარტყმაგამძლე და წყალგაუმტარი სენსორული სმარტფონი 8MP კამერით (599 ლარი)

Energizer H500S დარტყმაგამძლე და წყალგაუმტარი 4G სმარტფონი ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე HD ეკრანით და 13MP კამერით (699 ლარი)

ენერჯაიზერის ტელეფონებზე ვრცელდება ქართული ბაზრისთვის უპრეცედენტო 2 წლიანი ქარხნული გარანტია. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ელიტ ელექტრონიქსის, ზუმერის და კარფურის ქსელებში.

(R)

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ