ოზურგეთში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

ოზურგეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთში კლინიკა „მედალფაში" გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ახალგაზრდებს ჭრილობები გულ-მკერდისა და ბარძაყის არეში ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. მათივე განცხადებით, ახალგაზრდებს ოპერაცია უტარდებათ.

მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს