კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი BATUMI MUSIC FEST წელს მეექვსედ ჩატარდა

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი BATUMI MUSIC FEST წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა. „თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, წელს ბათუმს ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ეწვია, რომელმაც ახალგაზრდა პიანისტებისთვის სპეციალური მასტერკლასები ჩაატარა.

„ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე ელისო ბოლქვაძემ მომიწვია მასტერკლასების ჩასატარებლად. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი პიანისტების განვითარებისთვის, რადგან აქ ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ხელოვნებასთან, “ - აცხადებს მიშელ სონი.

ფესტივალის ფარგლებში ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ახალგაზრდა პიანისტების გალა კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ „თიბისი სტატუსის“ საქველმოქმედო პლატფორმის statusdonates.ge-ის ბენეფიციარი ახალგაზრდა პიანიასტები - ანაჰიტ სტელმაშოვა და ილია ლომთათიძე.

„ფესტივალი მეექვსედ ტარდება ბათუმში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის. მასტერკლასებს ატარებენ ელისო ბოლქვაძე და მაესტრო მიშელ სონი, რომლებისგანაც ახალგაზრდები დიდ გამოცდილებას ვიღებთ. ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი, რომელიც ხელს მიწყობს ესპანეთში, საერთაშორისო კონკურზე გამგზავრებაში“, - აღნიშნა ილია ლომთათიძემ.

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი იუნესკოს პატრონაჟით ხორციელდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი