6 თვეში ქორწინების 10 373 და განქორწინების 5 075 შემთხვევაა რეგისტრირებული, რეგიონებიდან ქორწინება-განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთშია

2018 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 373 და განქორწინების 5 075 შემთხვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს.

საქსტატის ცნობით, ქორწინებისა და განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქშია.

კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, თბილისში -2 930 ქორწინების, ხოლო 1 912 განქორწინების შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება რეგიონებს, ქორწინების მაჩვენებლით ლიდერობს: იმერეთი -1 574 შემთხვევა, ქვემო ქართლი -1 220 და აჭარა- 1 142 შემთხვევა.

საქსტატის ცნობით, განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 817 შემთხვევაა დაფიქსირებული იმერეთში, 506 - ქვემო ქართლში, ხოლო 422 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს