ანონსი 14 სექტემბერი

14 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ გამართავენ კონფერენციას ''2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს გამოწვევები'', რომელზეც მიწვეული არიან პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

14 სექტემბერს, 15:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები.

14 სექტემბერს, 15:30 საათზე, აზიის განვითარების ბანკი (აგბ) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს გააფორმებენ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ) განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას.

მის.: გალაკტიონ ტაბიძის ქ.#1, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში.

14 სექტემბერს, 17:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის 2018 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც თსუ–ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მის.: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

14 სექტემბერს, 17:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ხონში ამომრჩევლებს შეხვდება.

მის: ხონის სამუსიკო სკოლა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს