სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზუგდიდის მერის გადადგომაზე - მიზეზებს ალბათ, თვითონ იტყვის

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მერის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.

მოწერელიას თქმით, ის მერის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია წუხელ გვიან შეიტყო და მიზეზების შესახებ არ იცის.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება არის მისი პირადი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა გადაწყვეტილებას რაც არის მიღებული. მიზეზებს ალბათ თვითონ იტყვის. ფარულ ჩანაწერს რაც შეეხება, მე არ მომისმენია. ჩემთვის არ იყო ცნობილი გოგიას ამ გადაწყვეტილების შესახებ. დილიდან სოფლებში დავდივარ და მათთან კომუნიკაცია არ მქონია. აღნიშნული საკითხით აუცილებად დავინტერესდები. მის საქმიანობას კი მოსახლეობა შეაფესებს“, - განაცხადა მოწერელიამ.

შეგახსენებთ, „კურიერმა“ ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, გარიგება ზუგდიდის რამდენიმე ობიექტს ეხება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს