მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ქართველი მსმენელის წინაშე “შემოდგომის თბილისის” დახურვაზე წარსდგება

მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე 15 ოქტომბერს ქართველი მსმენელის წინაშე “შემოდგომის თბილისის” დახურვაზე წარსდგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონცერტის ორგანიზატორებმა აცნობეს.

ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე პალმა დე მაიორკის „ტეატრო პრინსიპალის“ პუბლიკის რჩეულია.

„ქეთევან ქემოკლიძემ ივნისის თვეში ბელინის “ნორმაში” ადალგიზას პარტიის შესრულებისათვის ხმათა უმრავლესობა მიიღო და სეზონის „ქალის საუკეთესო ხმის“ ტიტული მოიპოვა. ყველაზე გავლენიანი ესპანურმა საოპერო ჟურნალი “ოპერა აქტუალი” მის გამოსვლაზე წერს: “ოქროს კატეგორიის სრულყოფილი ადალჯიზა, რომელიც გვახსენებს საოპერო ისტორიის გრანდიოზულ ხმებს”. ქეთევან ქემოკლიძე მომავალ სეზონზე მსოფლიოს მრავალ წამყვან სცენაზე წარსდგება, ხოლო 15 ოქტომბერს კი ქართველი მსმენელის წინაშე “შემოდგომის თბილისის” დახურვაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს