სუს-ის ინფორმაციით, ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლითაა დაწყებული.

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია სავარაუდოდ თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მისი "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა. ოპოზიცია ზუგდიდის მერს და ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს