თერჯოლის სოფელ ძევრის მოსახლეობამ აქცია გამართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები წყალს და გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი თქმით, ორი წლის წინ წყლის ავზი გაკეთდა, თუმცა სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, რომელიც უვარგისია როგორც სასმელად, ასევე საყოფაცხოვრებოდ გამოსაყენებლად.

„რაც შეეხება გზას, საფარი დაზიანებულია და ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. უნალექო ამინდის დროს კი უბანი მტვრით იფარება“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილე მურთაზ აფრიდონიძემ.

აქციის მონაწილეებს იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე შეხვდა. მისი განცხადებით, თვის ბოლომდე დაიწყება სამუშაოები ადგილობრივების პრობლემების მოსაგვარებლად, აღნიშნულ საკითხს კი გუბერნატორი პირად კონტროლზე აიყვანს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს