ქუთაისში აქცია ლოზუნგით "იმოქმედე კლიმატისთვის" გაიმართა

"იმოქმედე კლიმატისთვის"- ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია - მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეებმა შეძახილებით გარემოს დაცვა და ხელისუფლებისაგან კლიმატის ცვლილებებისწინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა მოითხოვეს.

მსვლელობა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან პარლამენტის მიმართულებით გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს მიმართეს.

"კლიმატის ცვლილებები გამოცხადდეს პრიორიტეტულ საკითხად ადგილობრივ თვითმმართველობებში და ხელისუფლებამ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს 2050 წლისთვის 100% განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლას. ძალიან მნიშვნელოვანია, გამონაბოლქვის შემცირება ჰაერში, რითაც შესაძლებელი იქნება ჰაერის ტემპერატურის მატების დაძლევა“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს