თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ახალ მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ახალ მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, ოფიციალურ მოთხოვნას თადუმაძესთან შეხვედრის თაობაზე პროკურატურაში უახლოეს პერიოდში შეიტანენ.

ამასთან, კუბლაშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯის ნაცვლად, საგამოძიებო ორგანოები მალხაზ მაჩალიკაშვილის შანტაჟით არიან დაკავებულები და ცდილობენ მაჩალიკაშვილების გაჩუმებას.

„ამ ბოლო პერიოდში, იმის ნაცვლად, რომ ახალმა შემადგენლობამ რაღაც კომუნიკაცია დაიწყოს, რაღაც ცდები იყოს დამნაშავის დასჯის, ამის ნაცვლად დაიწყეს პერმანენტული დაბარებები დაკითხვაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის და მიდის მასზე შანტაჟი. ეკითხებიან ისეთი კუთხით ინფორმაციებს, რომ მალხაზს შეეშინდეს და ბრძოლა შეაჩეროს, მაგრამ მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გაჩერდება. იმედი მაქვს, ჩემზე არ დაიწყება მალე შანტაჟი“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას, მარიამ კუბლაშვილის განმარტებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ამ დრომდე არ დაუდია კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რის გამოც ადვოკატი ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს.

„2 თვეა უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ელემენტარული დასკვნა არ დამიდო. ექსპერტიზის ბიუროს დამოუკიდებლობაში ზოგადად უკვე დიდი ეჭვი შემაქვს და უნდობლობას ვუცხადებ. ჩვენ გავაკეთეთ მოდელირება დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად და დავადგინეთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცრაზმის შესვლის დროს საწოლიდან თავი არ ჰქონდა წამოწეული, ამ დასკვნას კატეგორიულად არ წერენ სამხარაულის ექსპერტები. ამდენი ხანი სამხარაულის ბიურო კომპლექსურ დასკვნას უსირცხვილოდ არ დებს, რადგან არ უნდათ იმის დაწერა, რომ თემირლანი იწვა და თავი არ ჰქონია წამოწეული. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შეკრულია მთავრობასთან და ეშინიათ ექსპერტებს სამსახურიდან გაშვების“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია