საქართველოს აბაის სახელობის ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ესტუმრება

7, 8 და 9 სექტემბერს, თბილისში აბაის სახელობის ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის გასტროლი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან აცნობეს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს ყაზახეთის კულტურის საუკეთესო ნიმუშებს.

7 სექტემბერს, წარმოდგენილი იქნება ახმეტ ჟუბანოვის და ლატიფა ხამიდის ოპერა „აბაი“, რომელიც ითვლება ყაზახეთის სავიზიტო ბარათად. „აბაის“ დიდი წარმატება ხვდა წილად პარიზში შანზელიზეს თეატრის სცენაზე და გერმანიაში, მაინინგენის სახელმწიფო ოპერის თეატრში. 8 სექტემბერს, წარმოდგენილი იქნება ასაფიების ბალეტი „ბახჩისარაის შადრევანი“. ამ ბალეტის პრემიერა 1934 წელს პეტერბურგში, მარიას სახელობის ოპერის თეატრში შედგა და დღემდე უდიდესი წარმატებით იდგმება მსოფლიოს მრავალ თეატრში. 9 სექტემბერს, გაიმართება გალა-კონცერტი აბაის სახელობის ყაზახეთის ოპერის თეატრის სოლისტების, გუნდის და ორკესტრის მონაწილეობით. კონცერტზე შესრულდება ყაზახი, ქართველი და დასავლეთევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. სადირიჟირო პულტთან იდგება აბაის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ასკარ ბურიბაევი.

7 და 8 სექტემბერს სპექტაკლები დაიწყება 19:00 საათზე, ხოლო 9 სექტემბერს გალა- კონცერტი 17:00 საათზე გაიმართება.

წარმოდგენებზე დასწრება თავისუფალია. აბაის სახელობის ოპერის თეატრის გასტროლები ტარდება ყაზახეთის კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს