პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე" გრძელდება

„1 ეკვილიბრიუმის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე" გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის მესამე ეტაპის ფარგლებში, ღონისძიებები შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, დღეს, სოფელ ორსანტიაში და დაბა ანაკლიაში, მწერლები და მეცნიერები - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი - გიორგი კეკელიძე, პოეტი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე - ზაალ ჩხეიძე და კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი - ესმა მანია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვედრებიან. საუბარი შეეხება კულტურული დიალოგის მნიშვნელობას, ასევე, წლევანდელ საიუბილეო თარიღებს - დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, ქართული მწერლობა 1918-1921, ალექსანდრე ყაზბეგი - 170.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით სხვადასხვა სახის გამოფენის მოწყობა და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება.

პროექტის დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც დაბა ანაკლიაში კომპოზიტორისა და მუსიკოსის - სანდრო ნიკოლაძისა და ბენდის „Space Board” მონაწილეობით გაიმართება. კონცერტს დაესწრებიან პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში მონაწილე სტუდენტები სოფელ ორსანტიადან, ქ. ზუგდიდში და მახლობლად მცხოვრები ახალგაზრდები, ასევე - აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა.

სოფელ ორსანტიას საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცემა.

პროექტის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წიგნის ხელმისაწვდომობის საკითხსაც. ამ ეტაპზე, პროექტისთვის შერჩეულ სოფლებში (ტყაია, მეჯვრისხევი, ორსანტია, მერეთი), არ არსებობს ბიბლიოთეკები და თავშეყრის ისეთი ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა წიგნებით ისარგებლებს და სხვადასხვა სახით საგანმანათლებლო, შემეცნებით ღონისძიებას დაგეგმავს. ქართველი გამომცემლების ჩართულობით, 6 სექტემბერს, სოფ. ორსანტიას საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდება ღია სამკითხველოების დაარსება (წიგნის ბუდე). აღნიშნულ სივრცეში ახალგაზრდებს შეეძლებათ იკითხონ წიგნი, განახორციელონ საგანმანათლებლო აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს წიგნის პოპულარიზაციასა და განათლების დონის ამაღლებას.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს