„ინტერპრესნიუსის“ ახალი ვებ-გვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს

„ინტერპრესნიუსის“ ვებ-გვერდი განახლდა და სატესტო რეჟიმში მუშაობს. შეიცვალა როგორც ვებგვერდის დიზაინი, ისე ფუნქციონალი - საიტი უფრო განიერი გახდა, რაც მკითხველებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში გაცილებით მეტ სიახლეს გაეცნოს.

შენარჩუნდა საიტის ძირითადი სტრუქტურა, მათ შორის მთავარი სლაიდერი, სადაც მკითხველს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია დღის მთავარი სიახლეების შესახებ. ასევე განახლებულ ვებ-გვერდზე კვლავ იხილავთ შედარებით მცირე ზომის სლაიდერსაც, რომელიც ისევე როგორც „ინტერპრესნიუსის“ ძველ გვერდზე, საიტის მარცხენა კუთხეშია განთავსებული.

განახლებული ვებ-გვერდი მეტად იქნება დატვირთული ვიზუალური მასალით, მათ შორის სიახლე შეეხება ფოტოგალერეასაც, რომლის გაცნობაც უფრო მოსახერხებელი იქნება, თავად ფოტოებიც ხარისხი კი - უფრო მაღალი. ასევე, განახლებულ ვებგვერდზე მკითხველებს საშუალება ექნებათ უყურონ live-ჩართვებს, რომლებსაც მკითხველებს „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტები შესთავაზებენ.

აღსანიშნავია, რომ განახლებულ ვებგვერდს ასევე დაემატა რუბრიკა „პროფილი“, სადაც ამა თუ იმ პირის როგორც ბიოგრაფიული ცნობების, ისე სხვა ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება იქნება შესაძლებელი, რაც კი მის შესახებ ipn.ge-ზე დაწერილა.

ვებგვერდი ტესტირების რეჟიმში მუშაობს და უახლოეს მომავალში ყველა ხარვეზი, რაც ამ წუთისთვის არსებობს, გასწორდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი