.GE დომენის რეგისტრაცია და ვადის გაგრძელება გამარტივდა

Domenebi.ge-ს მეშვეობით .GE დომენის რეგისტრაცია მნიშვნელოვნად გამარტივდა და მას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. გარდა ამისა, ახლა უკვე შესაძლებელია „კავკასუს ონლაინში“ რეგისტრირებული დომენების სწრაფი გადმოტანა და ვადის ავტომატური გაგრძელება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია Domenebi.ge-ს ოპერაციულმა დირექტორმა, პაატა კინწურაშვილმა განუცხადა.

„კავკასუს ონლაინიდან“ უკვე ათასობით დომენის გადმოტანა ანუ ტრანსფერი განხორციელდა. ეს დაკავშირებულია .GE დომენის ახალ წესებთან, რომლის მიხედვითაც „კავკასუს ონლაინი“ აღარ არის რეგისტრატორი და ამ ფუნქციას მხოლოდ ოფიციალურად აკრედიტებული კომპანიები, მ.შ. Domenebi.ge არსულებს. წამყვანი ქართული საფინანსო ინსტიტუტები, ინტერნეტ ჰოლდინგები, სახელმწიფო ორგანიზაციები, უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდები, საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქე ფიზიკური პირები - მათ საკუთარი დომენების ტრანსფერი უკვე წარმატებით განახორციელეს Domenebi.ge-სთან.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, Domenebi.ge-ს ახალი ვებგვერდის მეშვეობით, დომენის მართვა ძალიან მარტივია და მნიშვნელოვან ტექნიკურ უნარებს არ საჭიროებს. ნებისმიერ პირს თუ კომპანიას .GE დომენის რამდენიმე წუთში დარეგისტრირება და მართვა შეუძლია. კომპანიამ ასევე დანერგა სერვისი „პირველი გვერდი“ რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დომენის დაკავშირება სოციალური ქსელის გვერდთან და ამ გზით პირველი ვებგვერდის გაშვება დომენის რეგისტრაციიდან რამდენიმე წუთში.

„სერვისის გამარტივებასთან ერთად გათვალისწინებულია დომენების პროფესიონალთა მოთხოვნილებებიც. მაგალითად, დაემატა დომენის პარკინგისა და გასაყიდად განთავსების ფუნქციონალი. მისი საშუალებით, ე.წ. დომენების ინვესტორები, რომლებიც ათეულობით .GE დომენს ფლობენ, უფრო მარტივად შეძლებენ მოიზიდონ მყიდველი და დაამყარონ კონტაქტი. მნიშვნელოვანია, რომ ეს სერვისები უფასოა და მათი აქტივაცია პირდაპირ დომენის მართვის გვერდიდან ხდება, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს მიუთითოს დომენის ფასი და საკონტაქტო ინფორმაცია.“

კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, მომხმარებელთა მნიშვნელოვან ნაწილს ორგანიზაციები წარმოადგენენ. იურიდიული პირებისთვის შექმნილია სპეციალური სერვისები - „მფლობელის ვინაობის დაფარვა“ „რამდენიმე პროფილის ერთი ანგარიშიდან მართვა“ და ა.შ. გამარტივებულია გადახდაც: VISA და MasterCard ბარათებთან ერთად შესაძლებელია საბანკო გადარიცხვა, ვებგვერდიდან ავტომატურად შექმნილი ინვოისის საფუძველზე.

„Domenebi.ge საქართველოს წამყვანი აკრედიტებული რეგისტრატორია. კომპანიის ლიდერობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: ერთის მხრივ, ესაა მის უკან მდგომი ძლიერი IT კომპანია Lemondo, რომელიც არაერთ მსხვილ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტს ახორციელებს (მათ შორის TKT.GE, SS.GE და სხვ.), ხოლო მეორე მხრივ, ესაა დომენების პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ათეული წლებია ამ საქმიანობით არის დაკავებული და მომხმარებელთა საჭიროებები კარგად ესმის. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანია მთლიანად ქართულია და კომპანიის სერვისი, ვებგვერდი და მომხმარებლის კაბინეტი მთლიანად საქართველოში, კომპანია Lemondo-შია დამზადებული,“ - განმარტა Domenebi.ge-ის წარმომადგენელმა.

„შექმნის პირველივე დღიდან Domenebi.ge არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია. ჩვენ კარგად გვესმის რა ჭირდება მომხმარებელს, რადგან მრავალი წელია პროფესიულად ვართ დაკავებული .GE დომენით. ჩვენი მიზანია დომენი ხელმისაწვდომი და მარტივად მოსახმარი გავხადოთ მათთვის, ვისაც ამის ტექნიკური ცოდნა და გამოცდილება არ აქვს. ასევე, ჩვენთვის, როგორც მთლიანად ქართული კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია .GE დომენის პოპულარიზაცია და განვითარება. საამისოდ კი მომხმარებელს უახლოეს მომავალში მრავალ სიახლეს შევთავაზებთ,“ - აღნიშნავს პაატა კინწურაშვილი.

(R)

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ