ასტანაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი აღინიშნა

ასტანაში, მშვიდობისა და თანხმობის სასახლეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი აღინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ათასობით მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“ წარდგა. სადღესასწაულო კონცერტი ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაირატ აბრახმანოვმა გახსნეს. მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას.

„ჩემთვის ორმაგად უფრო სასიამოვნოა ამ თარიღის აღნიშვნა აქ - მოძმე ყაზახეთის მიწაზე, ქვეყანაში, რომელიც თავისი სტაბილურობით, დინამიკური განვითარებით, ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებებით აღფრთოვანებას იმსახურებს. გასულ წელს საქართველოს და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე აღვნიშნეთ, თუმცა ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას ისტორიულად გაცილებით უფრო ღრმა ფესვები გააჩნია. გულღია, სტუმართმოყვარე ორ ერს ბევრი რამ გვაქვს საერთო და როცა ჩვენს შორის არსებობს მეგობრობის და ურთიერთგაგების ასეთი ურყევი საფუძველი, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების ორმხრივი სურვილი ბუნებრივი მოცემულობაა. მსურს, ხაზი გავუსვა მისი აღმატებულება ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, პატივცემული ნურსულთან ნაზარბაევის პირად წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში, რასაც საქართველოში დიდად ვაფასებთ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

სადღესასწაულო კონცერტს ყახაზეთის მთავრობის წევრები, ყაზახეთის კულტურის მინისტრი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს