საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის წარმომადგენლობაში გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილეს

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის წარმომადგენლობაში გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრაში საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია მონაწილეობდნენ. საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში გენდერული თვალსაზრისით დგას და ამ პრობლემების მოგვარების გზებზე, მოსახლეობის ინფორმირებისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის თქმით, გენდერული საბჭო აქტიურად აგრძელებს მუშაობას გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განვითარებაზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება და მათი მოსაზრებები. დღეს ვესტუმრეთ ისნის რაიონს, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაგვეცნო გენდერული საკითხები, მისი პრიორიტეტები, აქტუალური პრობლემები, ასევე, მოვისმინეთ მათი შეხედულებები და ერთად განვიხილეთ არსებული პრობლემების გადაჭრის გზები“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრას ისნის რაიონში არსებული სკოლებისა და ბაღების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, სტუდენტები და მრავალშვილიანი დედები ესწრებოდნენ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს