კახა კალაძე - მტკვარზე დარჩენილია რამდენიმე ნავსადგომი, სადაც რესტორნები და სისულელეები აქვთ გაკეთებული, რომელიც ამახინჯებს ძველ თბილისს

მტკვარს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა არა იმ ფორმით რაც დღეს ხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, თუ იქნება პროექტი, რომელიც მტკვარს განავითარებს, მერია არქიტექტურული და ნებართვების თვალსაზრისით მას მხარს მაქსიმალურად დაუჭერს.

„მტკვარს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა არა იმ ფორმით, რაც დღეს ხდება. დღეს მტკვარზე არის სრული კატასტროფა. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და შესაძლოა ვიღაცას მოსწონდეს, მაგრამ რომ შეხედავ ადამიანს, არ გესიამოვნება. დადიან ხელნაკეთი გემები და არ ვიცი რამდენად დაცულია მათი უსაფრთხოება. თუ იქნება პროექტი, რომ თანამედროვე რაღაც გაკეთდეს მტკვარზე, მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და არქიტექტურული და ნებართვების თვალსაზრისით. მიმდინარეობდა რამდენიმე პროექტის განხორციელება, რომელიც სრული სიმახინჯე იყო. მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა, რომ დემონტაჟი განახორციელოს. კიდევ არის რამდენიმე ნავსადგომი დარჩენილი, სადაც რესტორნები და სისულელეები აქვთ გაკეთებული, რომელიც ამახინჯებს ძველ თბილისს და იმ არეალს, რომელიც საუკეთესოა ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს