ირანის პრეზიდენტი - მსოფლიოში ირანოფობიის ნაცვლად ტრამპოფობია იწყება

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში „ირანოფობიის“ ნაცვლად „ტრამპოფობია“ იწყება.

ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ირანოფობიის ნაცვლად, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ცრუ პროპაგანდა ავრცელებდა, ტრამპოფობია მოდის. დღეს ყველა სცემს პატივს ირანს, ვინაიდან ირანში ხედავენ ქვეყანას, რომელიც მშვიდობის მიღწევაზე ორიენტირებულ პოლიტიკას ატარებს და საერთაშორისო შეთანხმებებს ასრულებს“, - განაცხადა ჰასან რუჰანიმ.

ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გათვლებში შეცდა.

„ტრამპი გეგმავდა, რომ ირანის შეთანხმებიდან გასვლის მეორე დღეს ირანი ასევე გამოაცხადებდა შეთანხმებიდან გასვლას. ტრამპმა პირველი სვლა გააკეთა, თუმცა მეორე სვლაზე გათვლებში შეცდა“, - აღნიშნა მან.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს