ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას - მინდა გკითხოთ, რომელი პოლიტიკური ძალის მემკვიდრეები ხართ? 26 მაისს სისხლის გუბეებში იდექით და ტაშს უკრავდით პოლიტიკურ ბელადს

ჩემთვის მიუღებელი იყო როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის როგორც პოზიციები და განცხადებები, ისე ქცევა და ქცევის წესი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ღამის კლუბებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მან საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა და განუცხადა, რომ რეალობის აღქმა აქვთ დაკარგული და ვერ ხვდებიან რა არის ძალადობა.

„მინდა გკითხოთ, რომელი პოლიტიკური ძალის მემკვიდრეები ხართ? 26 მაისს სისხლის გუბეებში იდექით და ბედნიერი სახით ტაშს უკრავდით პოლიტიკურ ბელადს, რამდენიმე მეტრში კი 2 გვამი არ იყო გაციებული. აი იმ პოლიტიკური ძალის მემკვიდრეები ხართ და ეგ არის ძალადობა. დღევანდელი რეალობა არის, რომ 12 მაისს, რუსთაველის გამზირზე პირველად ვნახეთ შეიარაღებული პოლიცია, სპეცტექნიკა, რომელიც მიმართული იყო არა ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ ჩვენი თანამოქალაქეებისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. თქვენ ამ შედარებას არ აკეთებთ, რადგან რეალობა არ გაწყობთ. ეძებთ და ცდილობთ თქვენი პოლიტიკური ტყუილებით საზოგადოებას შეუქმნათ შთაბეჭდილება, რომ თითქოს ჩვენ ხელისუფლებას რაიმე ფორმით ჰქონოდა შეხება იმ ფაშისტურ თუ ძალადობრივ გამოვლინებასთან, რაც მეორე მხარეს იყო. ჩემთვის მიუღებელი იყო როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის როგორც პოზიციები და განცხადებები, ისე ქცევა და ქცევის წესი. თუმცა, ამ ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ჩვენი პოლიცია არის საზოგადოების სამსახურში და შედგა ეს მონაპოვარი. მინდა თითოეულ პოლიციელს და მინისტრს მადლობა გადავუხადო ამ გარდატეხის შეტანისთვის“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული არა რომელიმე მხარის ინტერესების, არამედ საჯარო ინტერესების შესაბამისად.

„არ მინდა თვალი არ გავუსწორო იმ პრობლემებს, რაც ამ ვითარებაში შეიქმნა. მინდა მოგიწოდოთ, რომ მიუღებელია ჩვენ რომელიმე ჯგუფისგან მტრის ხატი შევქმნათ. ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი და თუ მათში პრობლემაა, ჩვენში არის პრობლემა. ჩვენი ამოცანაა ამ პრობლემებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც პირველ რიგში, საჯარო ინტერესებზე იქნება დაფუძნებული და არა რომელიმე ჯგუფის მხოლოდ ნებაზე, რომ მისი სურვილების რეალიზება მოხდეს“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ