ირაკლი კობახიძე - 21-ე საუკუნეში კვლავ უხეშად ირღვევა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

გვწამს, რომ სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს შავი ზღვის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში, კვლავ უხეშად ირღვევა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

„ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ შავი ზღვის რეგიონში: ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი აგრძელებს გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპების აშკარა დარღვევას და თავად ამ ორგანიზაციის არსი მიზნად ისახავს „შავი ზღვის რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის რეგიონად გარდაქმნას“, როგორც ეს გაცხადებულია, ჩვენი ორგანიზაციის ქარტიაში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ვიპოვოთ მშვიდობიანი გზა გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დეკლარაციის პრინციპების საფუძველზე, რათა გადავჭრათ არსებული კონფლიქტები შავი ზღვის რეგიონის სასარგებლოდ და საკეთილდღეოდ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს შავი ზღვის რეგიონში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს