კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი - კლუბის გახსნის კონკრეტულ ვადას ვერ გვეუბნებიან, თუმცა საუბარი არ არის თვეებზე, საუბარია დღეებზე

ჩვენ უნდა გავცეთ ხელფასები, გვაქვს თვიური ხარჯები, გადასახდელი გვაქვს ქირა, კლუბი დიდ ზარალს იღებს ყოველდღიურად, მინისტრმა გვითხრა, რომ აქამდე ამ საკითხზე არ უფიქრია და ახლა იფიქრებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლუბ „ბასიანის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ შს სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, უცნობია კონკრეტულად როდის დაიწყებს ფუნქციონირებას „ბასიანი“, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს რამდენიმე დღეში მოხდება. კლუბის წარმომადგენლის განცხადებით, 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მათი და შს სამინისტროს პოზიციები განსხვავებულია.

„მივიღეთ განსხვავებული პოზიციები. შს სამინისტრო თვლის, რომ სპეცოპერაციის ჩასატარებლად იყო საკმარისი საფუძვლები, ჩვენ კი პირიქით ვფიქრობთ. ჩემი აზრით, იყო გზები, რომ ეს ყველაფერი თავიდან აგვერიდებინა და ვთვლი, რომ ნაკლებად დემონსტრაციულად უნდა ჩაეტარებინა შს სამინისტროს ეს საგამოძიებო მოქმედებები. მე არ ვარ იურისტი და არ ვსაუბრობ იურიდიულ ენაზე. მე უბრალოდ ვსაუბრობ, როგორც მოქალაქე და ჩემი შეხედულებით შეიძლებოდა ამ ყველაფრის უფრო ჰუმანურად ჩატარება. კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და კლუბის გახსნის კონკრეტულ ვადას ვერ გვეუბნებიან, თუმცა საუბარი არ არის თვეებზე, საუბარია დღეებზე“, – განაცხადა ტატო გეთიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს