ნათია მეზვრიშვილი - კლუბების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის მიმართულებით გამოძიება ჯერ არ დაგვისრულებია

რაც შეეხება კლუბების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას, ჩვენ ამ მიმართულებით გამოძიება ჯერ არ დაგვისრულებია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მეზვრიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ მიეცნენ პასუხისგებაში კლუბების ხელმძღვანელები, თუკი მათ ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა.

“ყველა გამსაღებელი, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, დაკავებულია, მათ შორის ერთი კლუბის ტერიტორიაზე, ხოლო 7 - გარეთ. რაც შეეხება ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას, ჩვენ ამ მიმართულებით გამოძიება ჯერ არ დაგვისრულებია. გამოძიება გრძელდება, დადგინდება შესაბამისი კონტაქტები, მოპოვებული იქნება მტკიცებულებები და თუკი ასეთი მტკიცებულებები გვექნება, შესაბამისი პირები მიეცემიან პასუხისგებაში“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს