ნათია მეზვრიშვილი - შეხვედრაზე ვაჩვენეთ კადრები, რომლებზეც ასახულია უშუალოდ კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტები

დღევანდელ შეხვედრაზე ვაჩვენეთ კადრები, რომლებზეც ასახული იყო უშუალოდ კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

“ჩვენ გუშინ შევთანხმდით, რომ მუშაობა ორი მიმართულებით უნდა განგვეხორციელებინა, ერთი იქნებოდა 12 მაისის ღამით კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის საფუძველი და მეორე - შეხვედრის ფორმატში უნდა გვესაუბრა ნარკოპოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ ჩავატარეთ სპეცოპერაცია კლუბებში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ დამაჯერებელი არგუმენტები და ამ ადამიანებს ვაჩვენეთ მტკიცებულებები. მათ წარვუდგინეთ ვიდეო-მასალა, სადაც ასახული იყო უშუალოდ კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების არაერთი ფაქტი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, იყო ვიდეო-მასალა, რომელიც გასაჯაროვდა და ასევე იყო მასალა, რომელიც საჯარო არ იყო. „გასაგებია, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ჩვენსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის არსებობს, მათ არ უნდათ გარკვეული ფაქტების აღიარება რიგი მიზეზების გამო, თუმცა ერთი რამ ფაქტია, იმ კლუბებში, სადაც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ, სისტემატურად იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: შსს: შეხვედრაზე ვაჩვენეთ კადრები, რომლებზეც ასახული იყო კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტები

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს