ბექა წიქარიშვილი - შსს სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებაზე პოლიტიკურ პასუხიმგებლობას არ იღებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხიმგებლობას არ იღებს, - ამის შესახებ „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებს შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შს სამინისტროში მოითხოვენ, რომ გადაცდომების ამსახველი ფაქტები თავად აქციის ორგანიზატორებმა წარმოადგინონ, რაზეც წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ ის შესაბამის დოკუმენტაციას საქართველოს პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას აუცილებლად წარუდგენს. გარდა ამისა, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობა მოითხოვს, რომ ნარკოპილიტკის საკითხების განხილვებში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩაერთოს.

„დღევანდელი შეხვედრით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, ვინაიდან სამინისტრო არ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სამართალდამცველთა გადაცდომასთან მიმართებით და მათ გვითხრეს, რომ თუკი ასეთი ფაქტები არსებობს, წარმოვადგინოთ დამადასტურებელი დოკუმენტები. ბუნებრივია, ჩვენე ეს ყველაფერი გვაქვს და წარვუდგენთ მთავარ პროკურატურას და გენინსპექციას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს საკითხები. ასევე, ვითხოვთ აღნიშნულ განხილვაში ჩაერთოს ჯანდაცვის მინისტრი, კერძოდ, კი ნარკოპოლიტკასთან მიმართებით“, - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.

რაც შეეხება აქციების გაგრძელებას, ეს მას შემდეგ გადაწყდება, რაც ნარკოპილიტკის საკითხი განიხილება. ბექა წიქარიშვილის თქმით, ჯერჯერობით მოლაპარაკებების შეწყვეტის აუცილებლობა არ დგას.

იხილეთ ვიდეო: "ძალის გადამეტებაზე შსს პასუხიმგებლობას არ იღებს" - აქციის ორგანიზატორებმა შს მინისტრთან შეხვედრა უკმაყოფილოებმა დატოვეს

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს