ბექა წიქარიშვილი - რომ გითხრათ, დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ასე არ არის

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შეთანხმების საკითხზე სამუშაო ჯგუფის მუშაობაში აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ჩართვას ითხოვენ, - ამის შესახებ “თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა შს სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“რომ გითხრათ, დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ასე არ არის, ნარკოპოლიტიკის საკითხს შევხედავთ, ჩვენ მოვითხოვეთ ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა ამ საკითხში. ფაქტობრივად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადაცდომებს დავუმტკიცებთ. ჩვენ გვაქვს კადრები, დავიწყებთ მობილიზებას და შევეცდებით ეს ყველაფერი დავამტკიცოთ“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: რომ გითხრათ, დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ასე არ არის - ბექა წიქარიშვილი შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს