გიორგი გახარია თბილისში არსებული კლუბების წარმომადგენლებს ხვდება

შსს–ში 12 მაისის აქციის ორგანიზატორებს და თბილისში არსებული კლუბების წარმომადგენლებს შს მინისტრი გიორგი გახარია ხვდება. სამუშაო შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ესწრება. შეხვედრა 18:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, ვინაიდან რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების და თბილისში არსებული კლუბების წარმომადგენლებმა სამინისტროში მისვლა დააგვიანეს.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. „ინტერპრტესნიუსის“ ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები დააყენებენ საკითხს, თუ რატომ ჩატარდა 12 მაისს კლუბებში სპეცოპერაცია, როდესაც შს სამინისტროსთვის ცნობილი იყო იმ 8 პირის ვინაობა, რომლებიც კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს ჰყიდდნენ. ასევე საუბარი შეეხება სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას და ძალის გამოყენებას და შს სამინისტროს ხედვას თუ როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა.

სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი, როდის მიეცემათ ფუნქციონირების დაწყების საშუალება იმ კლუბებს, რომლებშიც 12 მაისს სპეცოპერაცია ჩატარდა. შეხვედრის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალას კი შს სამინისტროს პრესსამსახური გაავრცელებს.

12 მაისს ღამის საათებში, კლუბებში „ბასიანი“ და „გალერი“ სპეცოპერაცია ჩატარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია 8 პირი, რომელთაც გამოძიება ნარკოტიკების გასაღებას ედავება. გამოძიების ფარგლებში გადაღებულია ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია ნარკოტიკული საშუალების გადაცემა. უწყების ინფორმაციითვე, დაკვირვება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწორედ ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ პარლამენტის შენობის წინ დაიწყო აქციები, რომელიც ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს, როდესაც სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის კონტრაქციის მონაწილეები, რომლებიც იმ მოთხოვნებს აპროტესტებდნენ, რაც მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ და მის მხარდამჭერებს ჰქონდათ. მოგვიანებით დაპირისპირებულ მხარეებს შს მინისტრი შეხვდა, რის შემდეგაც „თეთრმა ხმაურმა“ მიიღო აქციების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება და მათ შესაბამის უწყებებს პრობლემის მოსაგვარებლად ერთკვირიანი ვადა მისცეს.

მომდევნო საინფორმაციო აქცია კი პარლამენტის შენობის წინ, რომელსაც ორგანიზებას „თეთრი ხმაური“ გაუწევს, 19 მაისს არის ჩანიშნული.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ