ნათია მეზვრიშვილი - ერთადერთი, რასაც ამ დღეების განმავლობაში პოლიცია იმსახურებს, არის მადლობა

ცალსახად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას პოლიცია კანონის ჩარჩოებში მოქმედებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

მეზვრიშვილი ამბობს, რომ პოლიცია საზოგადოების მხრიდან მხოლოდ მადლობას იმსახურებს.

“თქვენ ყველამ დაინახეთ სრულიად ახალი პოლიცია, რომელიც ორიენტირებული იყო იქ მყოფი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე და არა უფლებების დარღვევაზე. ამ დრომდე უფლების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მათ შორის როგორც ჩემთვის ცნობილია, არც სახალხო დამცველის ოფისში. თუ რაიმე გადაცდომებს ინდივიდუალურად ჰქონდა ადგილი, ჩვენ მზად ვართ როგორც სახალხო დამცველთან, ასევე შესაბამის ორგანოებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით ვითანამშრომლოთ და ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მივაწოდოთ. ერთადერთი, რასაც ამ დღეების განმავლობაში პოლიცია იმსახურებს, არის მადლობა”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს