ნათია მეზვრიშვილი - გააგრძელებენ თუ არა ღამის კლუბები ფუნქციონირებას, ეს შსს-ს მიერ მისაღები გადაწყვეტილება არ არის

გააგრძელებენ თუ არა კლუბები ფუნქციონირებას, ეს შსს–ს მიერ მისაღები გადაწყვეტილება არ არის, – ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ადმინისტრაციის კომპეტენციაა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ღამის კლუბებში ტარდებოდა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები და ამის შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრებთან და სხვა ჯგუფებთან შეხვედრისას ისაუბრებენ.

„ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ გააგრძელებენ თუ არა კლუბები ფუნქციონირებას, შსს–ს მიერ მისაღები გადაწყვეტილება არ არის. ეს არის ადმინისტრაციის კომპეტენცია. კლუბებში ტარდებოდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და ამ საკითხს განვიხილავთ შეხვედრაზე. ამ ეტაპზე დეტალებზე მეტს ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, კლუბების „ბასიანი“ და „გალერის“ წარმომადგენლებისთვის ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის გააგრძელებენ მუშაობას. ორივე კლუბის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კლუბები დალუქულია, ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროს წარმომადგენლები და არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია როდის შეეძლებათ გახსნა.

აღნიშნული კლუბები 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ არის დახურული.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს