მიხეილ ჯანელიძე - ჩემთვის და მთელი მთავრობისთვის ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში მიუღებელია

ჩემთვის და მთელი მთავრობისთვის ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში მიუღებელია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ყოველთვის შეებრძოლება ამ ჯგუფების არსებობას საქართველოში.

“ჩემთვის მიუღებელია ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში და რა თქმა უნდა მთავრობისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ასევე მათი არსებობა. მთავრობა ყოველთვის შეებრძოლება ამ ჯგუფების არსებობას საქართველოში. რაც შეეხება რადიკალურ ჯგუფებს, ამასაც სჭირდება პროცესის მართვა და რა თქმა უნდა სახელმწიფო გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომ აცილებული იქნას თავიდან რადიკალიზაცია, რადიკალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება და რა თქმა უნდა პირველ რიგში რუსეთის ინტერესების გატარება საქართველოში“, - განაცხადა ჯანელიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, თუ რას აკეთებს ხელისუფლება ფაშისტურ ჯგუფებთან საბრძოლველად.

“ძალიან უხერხულია, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი კონკრეტულ შეკითხვას, უნდა განახორციელოს თუ არა სახელმწიფომ ადეკვატური ძალისხმევა, რომ დაუპირისპირდეს ამ ქვეყანაში მოთარეშე ფაშისტურ ჯგუფებს, რომლებიც „ქართული მარშის“ სახელით რეალურად ახორციელებენ რუსეთის დაკვეთას, ვერ სცემს პირდაპირ პასუხს და საუბრობს წინა ხელისუფლების ქმედებაზე. ამ ხელისუფლების წარმომადგენელი იყავით თქვენ, ვერა ქობალიას მოადგილე ბრძანდებოდით. ვერ გვცემთ პასუხს ამ კითხვაზე, რადგან თქვენგან არის ეს ჯგუფები მართული და თქვენი მიზნებისთვის იყენებთ ამ ჯგუფებს“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა ჯანელიძეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს