გია ვოლსკი - გიორგი გახარია პარლამენტში წარმოადგენს სრულ ინფორმაციას, რამ განაპირობა ღამის კლუბებში შესვლა და როგორ ჩატარდა ოპერაცია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში წარმოადგენს სრულ ინფორმაციას, რამ განაპირობა ღამის კლუბებში შესვლა და როგორ ჩატარდა ოპერაცია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ შს მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.

“ყველა დეტალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გვექნება. ამის შემდეგ შესაძლოა გაჩნდეს კითხვები. ამასთან ვიტყოდი, რომ რა სიტუაციასაც ვაანალიზებ და ვუყურებ, ვფიქრობ, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მისცა. ოპოზიციას აქვს დამატებითი კითხვები, ხედვები და ამ ხედვების გაზიარებაც არ იქნება ურიგო“, - აცხადებს გია ვოლსკი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს