სომხეთის ოპოზიციის მომხრეებმა საქართველოსა და ირანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზები გადაკეტეს

სომხეთის ოპოზიციის მომხრეებმა ქვეყნიდან საქართველოსა და ირანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზები გადაკეტეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

საპროტესტო აქციების მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის არჩევას ითხოვენ.

„დღეს სომხეთის მთელი მოსახლეობა ითხოვს ერთს: პრემიერ-მინისტრი ჩვენი ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი უნდა გახდეს. რესპუბლიკური პარტიის 55-მა დეპუტატმა ეს სიმართლე უნდა გაიგოს“, - განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რომელიც ქალაქ სევანის მახლობლად საქართველოსკენ მომავალი გზის გადაკეტვის ინიციატორია.

ანალოგიური ვითარებაა შექმნილი სომხეთი-ირანის დამაკავშირებელ გზაზეც. ქალაქ ვაიქის მახლობლად ადგილობრივმა მოსახლეობამ სატვირთო ავტომობილებით გზა გადაკეტა. ისინი ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებენ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს