ერევანში საპროტესტო აქციები დილიდან განახლდა, ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერებმა ქუჩების ბლოკირება დაიწყეს

სომხეთის დედაქალაქში ერევანში საპროტესტო აქციები დილიდან განახლდა. ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერებმა ქუჩების ბლოკირება დაიწყეს. ასევე ბლოკირებულია აეროპორტისკენ მიმავალი გზატკეცილი.

„ზვართნოცის“ აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე საცობები უკვე შეიქმნა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პოლიცია დემონსტრანტებს მოუწოდებს, ხალხს საშუალება მისცენ აეროპორტამდე მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ეროვნულმა კრებამ გუშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვერ აირჩია, რომელზეც ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი იყო წარდგენილი. მას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრემიერის ასარჩევად 53 დეპუტატის მხარდაჭერა იყო აუცილებელი.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს