ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მიიწვია

სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მიიწვია.

გუშინდელ მიტინგზე გამოსვლისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დღეს, 12:00 საათზე, სასტუმრო Marriott Armenia-ში გაიმართება.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების წინა რაუნდი ჩაიშალა, ვინაიდან „რესპუბლიკური პარტიის“ ზოგიერთი წევრი ამბობდა, რომ კარაპეტიანი მათ ინტერესებს არ წარმოადგენდა. ახლა სიტუაცია შეიცვალა და კარაპეტიანი უფლებამოსილია ასეთი მოლაპარაკებები გამართოს.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები ჟურნალისტების თანდასწრებით გაიმართება.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, ერევანში აქციები 29 აპრილს განახლდება.

„ერევანში აქციები ორი დღით შეწყდება, რათა ჩვენს აქტივისტებს დასვენების და ძალების აღდგენის საშუალება მიეცეს. 27 აპრილს ჩვენ გიუმრიში, 28 აპრილს კი ვანაძორში ჩავდივართ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს