სომხეთში ოპოზიციის მომხრეებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები განაახლეს

სომხეთში ოპოზიციის მომხრეებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები განაახლეს. ერევანში დემონსტრანტებმა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა, მათ შორის აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალიც გადაკეტეს და საპროტესტო აქციების ორგანიზატორის ნიკოლ ფაშინიანის პრემიერად არჩევას ითხოვენ.

„რესპუბლიკურ პარტიას“ არ აქვს მორალური უფლება პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატი წარადგინოს. სახალხო კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანია“, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით სანასარიანმა.

საპროტესტო აქციები სომხეთის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს