ერევანში მომიტინგეებმა აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს

ერევანში მომიტინგეებმა ავტომობილებით აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ასეულობით ავტომობილი აეროპორტში მისვლას ან იქიდან ქალაქში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ათობით ადამიანი ტოვებს საკუთარ ავტომობილებს და რეისზე დაგვიანების შიშით აეროპორტის მიმართულებით ფეხით გადაადგილდებიან.

„ეს სიტუაცია უხეშად არღვევს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლებას და სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მოგიწოდებთ გახსნათ ავტომაგისტრალი“, - მიმართა მომიტინგეებს პოლიციის წარმომადგენელმა, თუმცა მომიტინგეებმა მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მომიტინგეთა ლიდერმა, დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ მომხრეებს სამოქალაქო დამოურჩილებლობის აქციების განახლებისკენ მოუწოდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს