ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სარგსიანმა ქვეყნის ფაქტობრივი მართვა განაგრძოს კულისებიდან

რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ხელისუფლების შენარჩუნების პირობებში ახალი რიგგარეშე არჩევნების შედეგი სრულიად პროგნოზირებადია, - განაცხადა მოძრაობის „ჩემი ნაბიჯი“ ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა.

განცხადება მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„ახლა უკვე ცხადია, რომ სომხეთის რესპუბლიკური პარტია და კერძოდ, კარაპეტიანი თვლიან, რომ მოქალაქეები დაკმაყოფილდებიან სარგსიანის გადადგომით და ძალაუფლების შემდგომ გადაცემაზე ფიქრის დრო დადგა. ასეთ ვითარებაში ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, კერძოდ, ასეთი სცენარი არ იწერება რევოლუციის გეგმებში“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიის მიერ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში,  მოსახლეობას ყველა საარჩევნო უბნის ბლოკირებისკენ და ტოტალური დაუმორჩილებლობისა და საპროტესტო აქციების განახლებისკენ მოუწოდებს.

„სერჟ სარგსიანი წავიდა, თუმცა სხვა რესპუბლიკელებსაც უნდა ჩამოვართვათ ძალაუფლება. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სარგსიანმა განაგრძოს ქვეყნის ფაქტობრივი მართვა კულისებიდან, მმართველი პარტიის ლიდერის სტატუსით“, - დაამატა ფაშინიანმა.

მისი აზრით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ უნდა მოხდეს დროებითი მთავრობის ფორმირება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს