სომხეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება შესთავაზა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები შესთავაზა, მათ შორის პარლამენტის დათხოვნა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამის შესახებ კარენ კარაპეტიანის განცხადებაშია ნათქვამი.

„მივმართავ სომხეთის პრეზიდენტს, მისთვის მისაღებ ფორმატში გაიმართოს ფართო შეხვედრა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებთან, რათა განვიხილოთ ქვეყანაში არსებული ვითარება და მისი გადაჭრის სხვადასხვა გზები, მათ შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“ , - განაცხადა კააპეტინმა და დაამატა, რომ შეშფოთებულია ქვეყანაში ჩამოყალიბებული ვითარებით და როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს აქვს პასუხისმგებლობა ცხოვრების ნორმალური რიტმი უზრუნველყოს ქვეყანაში.

კარაპეტიანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს უნდა შემდგარიყო შეხვედრა ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანთან არსებული ვითარების განსახილველად და გამოსავლის მოსაძებნად, თუმცა შეხვედრა არ შედგება, რადგან ფაშინიანმა ცალმხრივად წამოაყენა ახალი მოთხოვნები, კერძოდ, ფორმატისა და დღის წესრიგის შესახებ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს