ექსპერტი ალექსანდრე ისკანდერიანი - რაც ერევანში მოხდა, ხავერდოვან რევოლუციას ეძახიან, ყველაფერმა სისხლისღვრის გარეშე ჩაიარა

სომხეთში განვითარებულ და მიმდინარე პროცესებს რადიო პალიტრის „შუადღის სტუდიაში“ ექსპერტი ალექსანდრე ისკანდერიანი გამოეხმაურა.

„სიტყვა რევოლუციას დიდი სიფრთხილით ვეკიდები. ის, რაც მოხდა ამას ერევანში ხავერდოვან რევოლუციას ეძახიან. შეიძლება მოლოცვა, ვინაიდან ყველაფერმა სისხლისღვრის გარეშე ჩაიარა, სარგსიანი გადადგა და ეს დიდი მიღწევაა. რაც შეეხება ფაშინიანს, არა მგონია მის უკან ვინმე იდგას გარდა მისი მხარდამჭერებისა. ეს კი ვიწრო და არამრავალრიცხოვანი წრეა. ფაშინიანი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა სომხეთში. ვერ ვიტყვი, რომ დასავლური პრესა უგულველყოფდა სომხეთში მიმდინარე მოვლენებს. ისინი უბრალოდ ფრთხილობდნენ. ეს აჟიოტაჟი თვითონ ერევანში ბოლო 3-4 დღის წინ დაიწყო. მანამდე მცირერიცხოვანი მიტინგები იყო. აქამდე არავის ეგონა, რომ ეს აქციები რამე სერიოზულით დასრულდება“, - განაცხადა ალექსანდრე ისკანდერიანმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე თუ რა გავლენას მოახდენს სომხეთში განვითარებული მოვლენები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსზე.

„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, არა მგონია, სომხეთი საგარეო პოლიტიკის მკვეთრად შეცვლას აპირებდეს. ვფიქრობ, ევროკავშირთან, რუსეთთან, აშშ-სთან, ირანთან და საქართველოსთან ურთიერთქმედების პოლიტიკა გაგრძელდება ნებისმიერი მთავრობის პირობებში. ეს ზოგადად სომხეთის პოლიტიკის დამახასიათებელი ნიშანია. სომხეთი გაერთიანებას ცდილობს. სომხეთის არჩევანია - არჩევანის წინაშე არ დადგეს. სომხეთი ევრაზიული კავშირის ერთადერთი წევრია, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ანალოგი დადო“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ალექსანდრე ისკანდერიანის აზრით, „აზერბაიჯანთან ურთიერთობებში რამე სახის გარღვევები მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ეს არ არის დამოკიდებული იმაზე თუ ვინ არის სომხეთის ხელისუფლებაში“.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს