დიმიტრი პესკოვი - სომხეთი ჩვენთვის ღირებული პარტნიორია, ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში წესრიგი შენარჩუნდება

კრემლში იმედოვნებენ, რომ სომხეთში შიდაპოლიტიკური სტაბილურობა შენარჩუნდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„სიტუაცია დესტაბილიზაციის გზით არ ვითარდება, რაც კმაყოფილებას იწვევს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, ყველაფერი, რაც სომხეთში ხდება, შიდა საქმეა.

„ჩვენ გუშინაც ვთქვით და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველაფერი ის, რაც სომხეთში ხდება, ჩვენი სომეხი მეგობრების, პარტნიორებისა და მოკავშირეების შიდა საქმეა. სომხეთი ჩვენთვის ღირებული პარტნიორია, რომელთანაც ჩვენ ფართო კავშირები გვაერთიანებს. ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში წესრიგი შენარჩუნდება და უახლოეს პერსპექტივაში პოლიტიკური კონფიგურაციის მონახაზები გამოჩნდება, რაც ყველა ძალის კონსენსუსი იქნება“, - დასძინა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაკავებული თანამდებობა დატოვა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს