კახა კალაძემ ვიცე-მერს სთხოვა, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ნაწილს კომპენსაცია უმოკლეს ვადაში ჩაერიცხოთ

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, იმ ოჯახების ნაწილს, რომლებიც 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაზარალდნენ, კუთვნილი კომპენსაცია დროულად ჩაერიცხოთ.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ოჯახი, რომელსაც კომპენსაცია არ მიუღია.

„მაშინ დედაქალაქის მერიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, თუმცა შესაძლოა, ეს გარკვეულ ლეგიტიმურ მიზეზებს უკავშირდებოდეს. მინდა მივმართო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ ამ ადამიანების კომპენსაციით დაკმაყოფილება უმოკლეს ვადებში მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დახმარების გარეშე არც ერთი დაზარალებული ოჯახი არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა მოგვარდეს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს