იმ მედიკამენტების ჩამონათვალი იზრდება, რომელსაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს

იმ მედიკამენტების ჩამონათვალი იზრდება, რომელსაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელსაც რამდენიმე დღეში 5 წელი უსრულდება, ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოახდინა ჯანდაცვის სისტემაში, თუმცა როგორც ყველა სისტემას, მასაც აქვს თავისი გამოწვევები და პირველ ადგილზე ამ გამოწვევებიდან უდაოდ დგას მიწვდომადობა ამბულატორიულ მედიკამენტებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. იმ კერძო-სახელმწიფო თანამშრომლობის რამდენიმე მაგალითმა, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვქონდა, ასევე შარშან დაწყებულმა პროგრამამ, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მედიკამენტების მიწოდებას, ცალსახად დაგვანახა ერთი მხრივ, საჭიროება ამ პროგრამის გაფართოების, ხოლო მეორე მხრივ, იმ რესურსის არსებობა, რომელიც არის როგორც ფასდაკლების მხრივ, ასევე კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის განმტკიცების მხრივ. დღევანდელ შეხვედრაზე გავცვალეთ მოსაზრებები და ნამდვილად მჯერა, რომ ამ მხრივ შედეგები გექნება ძალიან მალე", - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის განცხადებით, თუკი აქამდე ამბულატორიული მედიკამენტების მხრივ სახელმწიფო პროგრამით მოსარგეებლეები იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ჰქონდათ 100 000 ქულაზე ნაკლები და მათზე ვრცელდებოდა მხოლოდ 23 მედიკამენტი, ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს და მასში ცალსახად უნდა შევიდნენ ასაკით პენსიონერები, შშმ პირები და დამატებითი კონტიგენტი.

ამასთან, სერგეენკოს განცხადებით, წინასწარი შეფასებით 23 მედიკამენტი უნდა გაიზარდოს 50-მდე.

მისივე თქმით, წინასწარი ანალიზით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ისევ უნდა შეეძლოს ჩამოთვლილი მედიკამენტები 1 ლარად შეიძინოს, თუმცა უკვე არა მხოლოდ 23 დასახელების, არამედ თითქმის 2-ჯერ მეტი მედიკამენტი.

"რაც შეეხება ასაკით პენსიონერებს, მათ უნდა შეძლონ მინიმუმ დღევანდელი საბაზრო ფასის ნახევრად შეძენა მედიკამენტების ამ 40-45 ჩამონათვალის", - განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეთანხმდა, რომ 2 კვირის შემდეგ კვლავ გაიმართება შეხვედრა და მოხდება ამ კუთხით მონახაზების გაცვლა.

"წინასწარი შეფასებით, ვფიქრობ, რომ ზაფხულის დასაწყისში უკვე შესაძლებელი იქნება ამ პროგრამის მნიშვნელოვანი გაფართოება", - განაცხადა სერგეენკომ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ