ოთარ აბესაძეს პირადი დოკუმენტები ჩამოერთმევა

ოთარ აბესაძე გათავისუფლების შემდეგ ვალდებულია სასამართლოს პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩააბაროს. როგორც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ აღნიშნა, გირაოს გარდა მოსამართლემ მიმალვის საფრთხის შესამცირებლად დამატებითი ღონისძიებებიც გამოიყენა.

ადვოკატის შეფასებით, მოსამართლემ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა, „ვინაიდან ამის სრულ საფუძველს ექსპერტიზის დასკვნა იძლეოდა“.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. აბესაძე პატიმრობიდან 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა. მან აბესაძის გათავისუფლების მოთხოვნის საფუძვლად ექსპერტიზის ახალი დასკვნაც წარადგინა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს